რაში ეხმარება ორგანიზმს ჰიალურონის მჟავა – ამ თემაზე გადაცემაში “სილამაზის აკადემია” ექიმმა ეკატერინე ჩაჩანიძემ ისაუბრა.
რა არის ჰიალურონის მჟავა?
ჰიალურონის მჟავა გამომუშავდება ჩვენს ორგანიზმში და ასრულებს სამშენებლო ფუნქციას. ის არის კანში, სახსრებში, ნერვულ ბოჭკოებში.
ასაკთან ერთად გამომუშავდება ნაკლები ჰიალურონის, რასაც გარემო პირობებიც უწყობს ხელს. ის არის ძლიერი ანტიოქსიდანტი. ჰიალურონთან დაკავშირებული კვლევები დაიწყო 1970 წლიდან. სწორედ კვლევების საფუძველზე დაიწყეს მისი მედიცინაში გამოყენება. შესაბამისად, მიღებული ჰიალურონის მჟავა თითქმის იდენტურია ბუნებრივის.

როგორ გამოიყენება ჰიალურონი კოსმეტოლოგიაში?
კოსმეტოლოგიაში სხვადასხვა სახის მკურნალობით ვცდილობთ გავააქტიუროთ ჰიალურონის მჟავის სინთეზი. ჰიალურონის მჟავას ვიყენებთ მეზოთერაპიის, ბიორევიტალიზაციის დროს, ბუსტერსა და კონტურულ პლასტიკაზე.