დუეტი „ლეონის“ წევრი, ლევან წვერავა ჟურნალ „თბილისელებთან“ თავისი ოჯახური ცხოვრებისა და დიდი სიყვარულის შესახებ ჰყვება, რომელიც უკვე 16 წელია, გრძელდება. წყვილს დიდი ხანი არ ჰყავდა შვილი, მაგრამ ახლა უსაყვარლეს ბიჭუნას ზრდის.
ლევან წვერავა:
– მეთექვსმეტე წელია, რაც მე და ნინი ერთად ვართ და მინდა, გითხრათ, ეს განვლილი თანაცხოვრება იყო ყველაზე დიდი გამოცდილება. როგორ შეიძლება, სიყვარული გახუნდეს – ისევ ისე მიხარია ნინის გვერდით გათენებული ყოველი დილა, როგორც თექვსმეტი წლის წინ მიხაროდა. სიყვარული არ არის მხოლოდ ლამაზი დღეები, ეს არის ერთობლივი ბრძოლა, როცა გჯერა, რომ ერთად ყველაფერს გაუძლებთ. ჩვენმა სიყვარულმა, ყველა გამოცდას გაუძლო.

შვილის დაბადებამ, ხომ, საერთოდ შეცვალა ჩვენი სამყარო უკეთესობისკენ. ისეთი ფერი შემოიტანა ჩვენს ცხოვრებაში, რომელიც რეალურად არ არსებობს, ყველაზე ლამაზი ფერია. ერთი სიტყვით, ნოეს დაბადებით ყველა ფერი შეიცვალა, ახალი ბგერები შემოიტანა, უფრო ნათელი გახდა ჩვენი სიყვარული, სიყვარულს კიდევ უფრო დიდი სიყვარული დაემატა.

ჩვენი ნანატრი შვილია, მთელი ათი წელი ველოდით მის დაბადებას და მის მიმართ კიდევ უფრო მძაფრი ემოცია გვაქვს. ყოველდღე, როცა ვეფერები, ვესაუბრები და ვეკონტაქტები, გულში ვფიქრობ: ეს აუცილებლად უნდა დაბადებულიყო და ათი წელი ნამდვილად ღირდა ამ ლოდინად. სხვათა შორის, ნოე ერთგვარი თილისმაა ჩემთვის და ნინისთვის. მის დაბადებას მოჰყვა ჩვენი წარმატება, არა მარტო შემოქმედებითი, არამედ ფინანსურიც. როგორც კი დაიბადა, გაჩნდა ახალი იდეები, გაიხსნა რეალურად სხვა გზები. ასე რომ, false ჩვენი ყველა გადადგმული ნაბიჯის წარმატების მიზეზი. მისი დაბადებით ჩემთვის ახალი ცხოვრება, ახალი სიცოცხლე დაიწყო.
