ანასტასია ბენდუქიძე გვანცა დარასელიას პოდკასტში საუბრობს პოსტსამშობიარო დეპრესიული ფიქრებისა და შიშების შესახებ და ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ეპიზოდს იხსენებს:
„თავიდან დავიწყე საირული ფსიქოთერაპევტთან, როცა დამემართა პოსტსამშობიარო დეპრესია. ერთ მშვენიერ დღეს, ბავშვი ჩავსვი მანქანაში, ძაღლიც და მივტრიალდი რაღაცის ჩასადებად, ზუსტად 15 წამს გაგრძელდა ეს, ამ დროს ვიფიქრე, შენ გაქვს ფულიც, ტელეფონიც, შეგიძლია წახვიდე და არასდროს აღარ დაუბრუნდე ამ ცხოვრებას. მივხვდი, რომ ეს არის ძალიან საშიში ფიქრი. მიუხედავად იმისა, რომ მე ძალიან მიყვარს ჩემი შვილი, ძაღლი, ოჯახი და ყოველდღიურად მადლიერი ვარ ამისთვის, ფსიქოლოგიურად ბალანსი ვეღარ დავიჭირე. არ მქონდა საშუალება, რომ ვყოფილიყავი ამ ყველაფრით ბედნიერი და ვიყავი უბედური…“
