ფილმის, „ქარიშხლიანი უღელტეხილის“ პრემიერა ამჯერად ლონდონში შედგა. მარგო რობიმ და მისმა ეკრანულმა პარტნიორმა, ჯეიკობ ელორდმა წითელ ხალიჩაზე საოცრად დახვეწილი და თემატური სამოსით გაიბრწყინეს.
მარგომ Dilara Findikoglu-ის ნახევრად გამჭვირვალე კაბა მოირგო, რომელიც ვიქტორიანული სტილის კორსეტს და მწვანე დეტალებს აერთიანებდა. რობიმ ასევე გაამხილა, რომ აქსესუარად ეკეთა შარლოტა ბრონტეს სამაჯურის რეპლიკა, სამკაული, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ბრონტეების თმისგან იყო დამზადებული და სწორედ ეს ნივთი გახდა კაბის შთაგონების წყაროც.
რაც შეეხება ჯეიკობს, მას მწვანე სამეული ეცვა, რომელსაც მან ამავე ფერის, მუქ ტონებში გადაწყვეტილი ატლასის ჰალსტუხი ასრულებდა.
აღსანიშნავია, რომ ფილმის გამოსვლამდე მარგო რობი და ჯეიკობ ელორდი უკვე ბევრჯერ გამოჩნდნენ წითელ ხალიჩაზე ერთად, სადაც მათ შორის აშკარა ქიმიამ არაერთხელ მიიქცია მედიისა და საზოგადეობის ყურადღება. ამ პრემიერაზე წვიმის დროს ჯეიკობი მარგოს ხელებით იცავდა დასველებისგან. შედეგად ფოტოგრაფებმა უთბილესი კადრები გადაიღეს.