LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ ვიდეოთი ყველაფერი აშკარა გახდა!“ – ანჯელინა ჯოლისა და ლუი გარელის დაუფარავი სიყვარული წითელ ხალიჩაზე

790
page

ანჯელინა ჯოლი პარიზში, ფილმის, Couture-ის პრემიერაზე გამოჩნდა. წითელ ხალიჩაზე 50 წლის მსახიობს გამჭვირვალე, ძვირფასი ქვებით მორთული კაბა ამშვენებდა და შეუდარებლად გამოიყურებოდა.

ჯოლის გვერდს ფრანგი მსახიობი, 42 წლის ლუი გარელი უმშვენებდა. წყვილის ერთად გამოჩენა წითელ ხალიჩაზე სენსაციად იქცა. მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ მედია მსახიობების რომანზე ალაპარაკდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ლუი ანჯელინას თვალს ვერ წყვეტდა, მას გამუდმებით თვალებში უყურებდა და უღიმოდა. ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ვიდეოს უამრავი კომენტარი მოჰყვა.

„თვალებს ვერ წყვეტს“, „ლუის თვალებს შეხედეთ, ყველაფერი აშკარაა“, „საოცარი წყვილია, უხდებიან ერთმანეთს!“,„ამ ვიდეოთი ყველაფერი აშკარა გახდა“, „დაუფარავი სიყვარული“.

„შეხედეთ მის მზერას, ის შეიცვალა!“ – ლუი გარელთან რომანის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, ანჯელინა ჯოლი პირველად გამოჩნდა

ლუი გარელმა ანჯელინა ჯოლისთან თანამშრომლობაზე და მათ შორის არსებულ ქიმიაზე ღიად ისაუბრა, განსაკუთრებული ყურადღება კი ფილმში არსებულ ინტიმურ სცენებს დაუთმო, რომლებიც, მისი თქმით, „ბუნებრივად და ძალდაუტანებლად“ შესრულდა.

„ის ნამდვილი დედოფალია. ანჯელინა ამავდროულად არაორდინარული, არასტანდარტული, სრულად უნიკალურია. სწორედ მისი ქარიზმა ხდის ფილმს ძლიერს“, – აღნიშნა გარელმა.

მსახიობის თქმით, ინტიმური სცენების გადაღება იშვიათად არის სასიამოვნო პროცესი, თუმცა, პარტნიორებს შორის ქიმიის არსებობის შემთხვევაში ყველაფერი ბევრად ბუნებრივად მიმდინარეობს.

„როდესაც ქიმია არსებობს, ეს აღარ არის სიტუაცია, როცა კამერა აიძულებს ორ ადამიანს აკოცონ ერთმანეთს. ყველაფერი ძალიან ბუნებრივად ვითარდებოდა. ეს მართლაც ძალიან კარგი გამოცდილება იყო“, – დაამატა მან.

ვიდეო: „ის ნამდვილი დედოფალია, როდესაც ქიმია არსებობს…“ – ლუი გარელი ანჯელინა ჯოლიზე ალაპარაკდა

გადასაღებ მოედანზე გაჩაღებული სიყვარული – ანჯელინა ჯოლისა და ლუი გარელს რომანი აქვთ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები