ამერიკის ხმის ჩამწერმა აკადემიამ გრემის დიდების დარბაზს 14 ახალი ჩანაწერი დაამატა. წელს ეს პატივი 11 ალბომსა და 3 სიმღერას ერგო.
ალბომები:
2Pac — All Eyez on Me
Selena — Amor Prohibido
Radiohead — OK Computer
Janet Jackson — Rhythm Nation 1814
Alice Coltrane — Journey in Satchidananda
Funkadelic — Maggot Brain
Heart — Dreamboat Annie
Nick Drake — Pink Moon
Lucinda Williams — Car Wheels on a Gravel Road
Ella Jenkins — You’ll Sing a Song and I’ll Sing a Song
Eric B. & Rakim — Paid in Full
სიმღერები:
The Soul Stirrers — Jesus Gave Me Water
Bertha „Chippie“ Hill — Trouble in Mind
The Rouse Brothers — Orange Blossom Special
ცნობისთვის, გრემის დიდების დარბაზი (Grammy Hall of Fame) დაარსდა 1973 წელს, რათა პატივი მიეგო ისტორიული მნიშვნელობის მქონე მუსიკალური ჩანაწერებისთვის. იგი მოიცავს სხვადასხვა ჟანრის მრავალფეროვან ალბომებსა და სიმღერებს, რომელთაც მუსიკალურ ინდუსტრიაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს და მინიმუმ 25 წლის არის. ამ კატალოგს ახალი ჩანაწერები, ყოველწლიურად ემატება. მასში ამჟამად, 1,179 ჩანაწერია.
ამასთან, დარბაზი წარმოადგენს გრემის მუზეუმის (Grammy Museum) მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც მუსიკის ისტორიის საუკეთესო ნიმუშებს იცავს.