LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ლოპესმა დევიდ გეტასთან თანამშრომლობის გაგრძელება დააანონსა

149
download (2)

ჯენიფერ ლოპესმა SiriusXM-ის ეთერში სინგლის – Save Me Tonight პოპულარობაზე ისაუბრა.

ტრეკი, რომელიც ჯეი ლომ დევიდ გეტასთან თანამშრომლობით ჩაწერა 21 მარტს გამოვიდა და მალევე ჰიტად იქცა.

სიმღერის პირველი ლაივ პერფრორმანსი ,,კოაჩელაზე” შედგა, როცა ყველასთვის მოულოდნელად, არტისტი დიჯეის სეტისას სცენაზე გამოჩნდა.

ინტერვიუში მომღერალმა აღნიშნა, რომ მისთვის ელექტრონული საცეკვაო მუსიკა (EDM) ემოციური ჟანრია, რომელსაც ადამიანების გაერთიანება შეუძლია.

ლოპესმა სამომავლო გეგმებზეც გააკეთა კომენტარი და დაადასტურა, რომ გეტასთან თანამშრომლობა გრძელდება და წინ არაერთი საცეკვაო ,,ანთემი” გველოდება.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ კარიერასა და ცხოვრებაში ყველაფერს თავიდან წერს.

შეგახსენებთ, რომ წლევანდელ ,,კოაჩელაზე” ჯენიფერ ლოპესის დებიუტი შედგა. 

ჯენიფერ ლოპესის ბრწყინვალე დებიუტი ,,კოაჩელაზე”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები