LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხანგრძლივად მოუშუშებელი ჭრილობა, მეჭეჭის მსგავსი წარმონაქმნი, სისხლმდენი ან მტკივნეული კანის უბანი… რეგულარულად შეამოწმეთ კანი“ – რას ამბობს კანის სიმსივნის შესახებ დერმატოლოგი, ვერიკო აბრალავა

274
ვერიკო აბრალავა

დერმატოლოგი, ვერიკო აბრალავა სოციალურ ქსელში კანის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეს ეხმაურება და წერს, რომ კანის ერთ-ერთი გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა კანის ბრტყელუჯრედული სიმსივნე. 

დერმატოლოგი საზოგადოებას რეკომენდაციით მიმართავს:

„მაისი კანის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა!
კანის დაცვა სიცოცხლეს იცავს
კანის ერთ-ერთი გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა კანის ბრტყელუჯრედული სიმსივნე. ის ვითარდება კანის ზედაპირული უჯრედებიდან და ხშირად დაკავშირებულია მზის ულტრაიისფერ (UV) სხივებთან ხანგრძლივ ზემოქმედებასთან.
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
ხანგრძლივად მოუშუშებელი ჭრილობა
ქერცლიანი ან გამკვრივებული ლაქა
მეჭეჭის მსგავსი წარმონაქმნი
სისხლმდენი ან მტკივნეული კანის უბანი
რისკ-ფაქტორები:
მზეზე ხშირი ყოფნა და დამწვრობები
სოლარიუმის გამოყენება
ღია ფერის კანი, ასაკი და იმუნური სისტემის დაქვეითება.
როგორ დავიცვათ თავი?
გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი ყოველდღიურად (SPF 30+)
მოერიდეთ მზის პიკურ საათებს (12:00–16:00)
ატარეთ ქუდი და დამცავი ტანსაცმელი
რეგულარულად შეამოწმეთ კანი და საეჭვო ცვლილებისას მიმართეთ ექიმს დროული დიაგნოზი უმნიშვნელოვანესია – ადრეულ ეტაპზე აღმოჩენის შემთხვევაში მკურნალობა საკმაოდ ეფექტურია“, – წერს აბრალავა სოციალურ ქსელში.

მაისი კანის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა! კანის დაცვა სიცოცხლეს იცავს კანის ერთ-ერთი გავრცელებული…

Posted by Dermatologist Veriko Abralava/დერმატოლოგი ვერიკო აბრალავა on პარასკევი, 01 მაისი, 2026
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g