LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამუნა მუსერიძე: „ყოველივე იმის მერე, რაც გავაკეთეთ, გავილანძღე. გეტკინება გული ასეთ უმადურობაზე, უფრო შვილების მხრიდან იყო და არა დედებისგან, ვისაც შვილები ვაპოვნინეთ…“

948
თამუნა მუსერიძე

თამუნა მუსერიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ თავისი მისიის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ საკუთარი თავიც იპოვნა და კიდევ ბევრი სხვა რამაც, თუმცა საკუთარი საქმიანობის გამო ბევრ უმადურობასაც წააწყდა.

თამუნა მუსერიძე:

„გარდა იმისა, რომ ბევრ დადებით ემოციას წავაწყდი, ასევე ბევრ და დიდ უმადურობასაც ხალხის მხრიდან. მათ შორის იმ ადამიანების მხრიდან, ვისაც ვეხმარებოდით, ვისაც ვუპოვეთ, ვისაც მართლა მიწაში ჩავყევით და ყველაფერი გავუკეთეთ. გვერდით გადავდეთ ოჯახები, რომ დავხმარებოდით და საბოლოოდ, დიდი უმადურობაც მივიღეთ. ყოველივე იმის მერე, რაც გავაკეთეთ, გავილანძღე. გეტკინება გული ასეთ უმადურობაზე, უფრო შვილების მხრიდან იყო და არა დედებისგან, ვისაც შვილები ვაპოვნინეთ. ასე რომ, კარგი გოგოს როლიდან გამოვდივარ.

ვთვლი, რომ ძალიან იღბლიანი ვარ და ბევრ რამეში გამიმართლა. რთულია საკუთარი თავის პოვნა, ადამიანები ისე კვდებიან, ვერ პოულობენ საკუთარ თავს, ადგილს და რისთვის ღირს ცხოვრება. მე კი ჩემი ადგილიც ვიპოვნე, საკუთარი თავიც და კიდევ ბევრი რამ (იცინის). ვფიქრობ, იმ მისიით ვარ მოსული, რომ დედამიაზე არა მარტო საკუთარი თავი ვიპოვო, არამედ სხვებსაც ვაპოვნინო საკუთარი თავი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g