LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბაქოში გაფორმებული შეთანხმებები ქვეყნის სატრანზიტო როლის გაძლიერებას ემსახურება“ – მაკა ბოჭორიშვილი

110
მაკა ბოჭორიშვილი

ბაქოში გამართულ მსოფლიო ურბანულ ფორუმში საქართველოს დელეგაციამ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მიიღო მონაწილეობა, რაც ქვეყნის ურბანული განვითარების ხედვებისა და რეგიონული მნიშვნელობის კიდევ ერთხელ წარმოჩენას ემსახურებოდა. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილი განაცხადა.

6 წლიანი პაუზის შემდეგ, თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება

ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა

„მსოფლიო ურბანული ფორუმი საკმაოდ მაღალ დონეზე ჩატარდა ბაქოში და მაღალი დონის სტუმრები იღებდნენ მონაწილეობას. რა თქმა უნდა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო პრემიერ-მინისტრის დონეზე ყოფილიყო ჩვენი ქვეყანა წარმოდგენილი და გვესუბრა სწორედ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხება ურბანულ განვითარებას, თუ როგორია ჩვენი ხედვები, მიღწევები ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა, ეს იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა“, – აცახდებს მაკა ბოჭორიშვილი.

მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებულ შეთანხმებებზე გაამახვილა. მისი თქმით, ბაქოში გაფორმებული შეთანხმებები ხელს შეუწყობს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავებას, მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობებს და კიდევ უფრო გააძლიერებს მისი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთ საკვანძო ქვეყნის როლს რეგიონში.

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმება გაფორმდა, რომელიც საქართველოსთვის ბუნებრივი გაზის 20 წლის ვადით მიწოდებას ითვალისწინებს

„აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობით და ამ ახალი შეთანხმებებით ახალი მნიშვნელობა მიენიჭება ორივე ქვეყანას, ამ შემთხვევაში საქართველოზე გავაკეთებ აქცენტს. ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია სრულად გამოვიყენოთ სატრანზიტო პოტენციალი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ენერგორესურსების ტრანზიტზე, გამოვიყენოთ ასევე სატრანსპორტო და ტვირთის გადაზიდვის მიმართულებით ჩვენი სატრანზიტო პოტენციალი. ამ ორივე მიმართულებით მნიშვნელოვანი შეთანხმებები გაფორმდა დღეს ბაქოში, რაც საქართველოს სრულიად სხვა მნიშვნელობას შესძენს,“ განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მინისტრის განცხადებით, მსოფლიო ურბანული ფორუმის ფარგლებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება აზერბაიჯანის გადაწყვეტილებას ორ ქვეყანას შორის სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით, რაც ხელს შეწყობს არა მხოლოდ მოქალაქეთა გადაადგილებას, არამედ ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებასაც.

„გარდა იმ მნიშვნელოვანი თემებისა, რომლებიც უკვე აღინიშნა სატრანზიტო პოტენციალთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი იყო ასევე აზერბაიჯანის მხრიდან გადაწყვეტილება, რომ სამგზავრო მატარებლის მოძრაობა განახლდეს ორ ქვეყანას შორის, ეს მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე აზერბაიჯანის მოაქალაქეებისთვის და ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ასევე ხელს ხალხთა შორის ურთიერთობებს, გარდა ბიზნეს კავშირებისა,“ – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g