LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lamborghini-მ კერძო მრბოლელებისთვის ახალი სუპერქარის ფასი დაასახელა

106
1428x1428

Lamborghini-მ ტრეკისთვის შექმნილი ახალი სუპერქარი – Lamborghini Temerario Super Trofeo ოფიციალურად წარადგინა. მოდელი კომპანიის ერთმარკიან სარბოლო ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას და 2027 წლიდან Lamborghini Huracan Super Trofeo-ს ჩაანაცვლებს.

ახალი სარბოლო ავტომობილის ფასი ევროპაში 295 ათასი ევროდან იწყება, გადასახადების გარეშე. აშშ-ის ბაზრისთვის კი Lamborghini-მ 399 ათასი დოლარის ღირებულება დაასახელა.

Temerario Super Trofeo კლასიკურ 4,0 ლიტრიან ტურბო V8 ძრავს იყენებს, რომელიც 620 ცხენის ძალასა და 650 ნმ ბრუნვას გამოიმუშავებს. ელექტრული სისტემები სრულად მოხსნილია, ხოლო სიმძლავრე უკანა თვლებზე ექვს საფეხურიანი გადაცემათა კოლოფით გადადის.

კომპანიამ მნიშვნელოვნად გადაამუშავა დაკიდების სისტემა, საჭის მექანიზმი და აეროდინამიკა. ავტომობილს მასიური უკანა სპოილერი, GT3-დან გადმოტანილი მუხრუჭები და უსაფრთხოების სპეციალური კარკასი აქვს.

ახალი Super Trofeo Lamborghini-ის სარბოლო სერიების მთავარ ავტომობილად ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში გამოიყენება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები