2025 წლის 14 მაისს, თბილისში, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც სხვა პირებთან ერთად მყოფი უტა ელიავა ტრაგიკულად გარდაიცვალა. მისი და, ანა ელიავა გადაცემა „პრაიმშოუს“ ესტუმრა, სადაც ძმის გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილზე ისაუბრა.
ნოე სულაბერიძის კითხვაზე, „რა არის შენი მთავარი სათქმელი ადამიანებთან, ვინც ამ ისტორიას ისმენს?“ – ანა ელიავა პასუხობს:
„მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ჩვენი ტკივილი გაიზიარა და გვერდით გვედგა…“, – აცხადებს ანა ელიავა.
ცნობისათვის, 2025 წლის 14 მაისს მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ სამი ადამიანი იმსხვერპლა – ავტომობილში, რომელიც მტკვარში გადავარდა, ოთხი ახალგაზრდა იმყოფებოდა. მაშველებმა ერთი მგზავრის გადარჩენა შეძლეს.
