თამო ვაშალომიძე კანიდან ახალ ფოტოებს ავრცელებს. მან სოციალურ ქსელში კადრები გამოაქვეყნა, სადაც ულამაზეს თეთრ კაბაში პოზირებს და განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს.
როგორც ირკვევა, თამო ვაშალომიძე კანის ერთ-ერთ პრესტიჟულ ლოკაციაზე Carlton Cannes-ში იმყოფება, რომელიც მსოფლიოში ცნობილი, ლუქს კლასის 5-ვარსკვლავიანი სასტუმროა საფრანგეთში, კანში. აქ ხშირად ჩერდებიან კანის კინოფესტივალის სტუმრები და მსოფლიო დონის ვარსკვლავები.


