LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლ შერზინგერმა American Music Awards-ზე პერფორმანსისას პატივი ბრიტნი სპირსს მიაგო

105
photo-collage.png (1)

ქსელში აქტუალობას არ კარგავს The Pussycat Dolls-ის მიერ American Music Awards-ზე გამართული შთამბეჭდავი პერფორმანსი. საკულტო ჯგუფი, რომელიც ცოტა ხნის წინ ნიკოლ შერზინგერისეშლი რობერტსისა და კიმბერლი უაიტის შემადგენლობით გაერთიანდა, დაჯილდოების სცენაზე სადებიუტო გამოსვლიდან 20 წლის აღსანიშნად წარდგა და ყველა დროის საუკეთესო ჰიტები შეასრულა.

წარმოდგენის ემოციურ ნაწილად ტრიოსთან ერთად ბასტა რაიმსის გამოჩენაც იქცა.

The Pussycat Dolls და ბასტა რაიმსი American Music Awards-ზე საკულტო ჰიტს – Don’t Cha შეასრულებენ

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს სამეულის სასცენო კოსტიუმები. შოუზე მათ წითელი, სხეულზე მომდგარი ლატექსის კოსტიუმები მოირგეს.

მათგან განსაკუთრებით თვალშისაცემი შერზინგერის ვიზუალი აღმოჩნდა, რომელმაც მედიასა და გულშემატკივრებში პირდაპირი ასოციაცია გამოიწვია ბრიტნი სპირსის საკულტო წითელ ლატექსის ლუქთან კლიპიდან – Oops!… I Did It Again.

ამასთან, ნიკოლმა თავადაც აღნიშნა, რომ ბრიტნი მისთვის და ბენდისთვის ხშირად იყო შთაგონების წყარო. ამის ნათელი მაგალითია სიმღერაც – Buttons, რომლის შექმნის ინსპირაციად სპირსის I’m a Slave 4 U სახელდება.

ტეილორ სვიფტი ზედიზედ მეორედ American Music Awards-ის გამარჯვებულთა შორის არ მოხვდა – გამოვლინდა დაჯილდოების 7 ტრიუმფატორი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები