არიანა გრანდემ მომავალი მუსიკალური პროექტის ლიდ სინგლი – hate that i made you love me წარადგინა. სიმღერის ტექსტის ერთადერთი ავტორი, თავად არტისტია, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს არის ,,ერთ-ერთი საუკეთესო სიმღერა, რაც კი ოდესმე დაუწერია”.
მუსიკალური კრიტიკოსები და მსმენელები ტრეკს ახასიათებენ როგორც შედარებით მშვიდ, ემოციურ და საშინელებათა ფილმის მსგავსი ატმოსფეროს მქონე მიდ-ტემპო კომპოზიციას.
სიმღერა დაშორებაზეა, რომეშიც არიანა მღერის იმაზე, თუ როგორ ნანობს, რომ ყოფილ პარტნიორს თავი შეაყვარა. ის განიცდის იმ ემოციურ ზიანს, რაც მისმა სიყვარულმა ამ ადამიანს მოუტანა, თუმცა იქვე ამბობს, რომ თავად ეს არც კი უცდია. ბევრი ფანი ამ ხაზს მის ყოფილ მეუღლეს, დალტონ გომესს უკავშირებს.
შემსრულებელმა სიმღერის კლიპიც დააანონსა, რომელიც 1-ელ ივლისს გამოვა. ცნობილია, რომ მუსიკალური რგოლი, რომელშიც მსახიობი, ჯასტინ ლონგი მონაწილეობს, 1986 წლის საკულტო საშინელებათა ჟანრის თრილერის – ,,მგზავრი” (The Hitcher) ინსპირაციით შეიქმნა.
შეგახსენებთ, რომ არიანა გრანდე 31 ივლისს, მერვე სტუდიურ ალბომს – petal გამოუშვებს. ალბომი დღის სინათლეს მისი ტურნეს მსვლელობისას იხილავს. მომღერლის ტურნე სტარტს 6 ივნისს აიღებს და 23 აგვისტომდე გასტანს.
დადასტურდა! – არიანა გრანდე ახალ ალბომს გამოუშვებს