ჯენიფერ ლოპესი ქალიშვილის, ემმას გენდერის შეცვლის შემდეგ პირველად გამოჩნდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. ის ნიუ-იორკში, Bravo-ს პოპულარული თოქ-შოუს, Watch What Happens Live-ის ჩაწერის დასრულების შემდეგ, შესანიშნავ განწყობაზე და ელეგანტურ სტილში წარდგა საზოგადოების წინაშე.
ჯენიფერ ლოპესის ქალიშვილმა სახელი შეიცვალა და ოსკარი გახდა
56 წლის მომღერალი და მსახიობი სტუდიიდან გამოსვლისას გულშემატკივრებს ღიმილით ესალმებოდა და ავტოგრაფებსაც არიგებდა.
ამ დღეს ლოპესმა კლასიკური და დახვეწილი „ლუქი“ შეარჩია, ეს გახლდათ თეთრი, ნაზი ქსოვილის კარდიგანი, გრძელი ვარდისფერი აბრეშუმის ქვედაბოლო და ღია, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი.
ცნობისთვის, ლოს-ანჯელესის, Windward School-ის კურსდამთავრებულთა კოლეჯებში ჩაბარებისადმი მიძღვნილ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში აწ უკვე სტუდენტი, ემმა, „ოსკარ მუნისის“ (Oskar Muñiz) სახელითაა წარმოდგენილი.
