LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: მოდის ექსპერტებმა ჯეი ლოს კაბას ბოლო ათწლეულის საუკეთესო „ლუქი“ უწოდეს – „სამსახურებრივი რომანის“ ბრიტანული პრემიერა

209
page

ლონდონში ახალი რომანტიკული კომედიის, „სამსახურებრივი რომანის“ ბრიტანული პრემიერა შედგა. წითელ ხალიჩაზე ჯეი ლო და ბრეტ გოლდსტაინი გვერდიგვერდ პოზირებდნენ.

მსახიობები პრემიერაზე ელეგანტური და შთამბეჭდავი „ლუქებით“ იყვნენ წარმოდგენილნი. ჯენიფერ ლოპესმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ წითელი ხალიჩის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვარსკვლავია, ხოლო ბრეტ გოლდსტაინმა კლასიკური სტილით და თავდაჯერებული იმიჯით მიიპყრო ფოტოგრაფებისა და გულშემატკივრების ყურადღება.

ეკრანული წყვილის ერთობლივმა გამოჩენამ სოციალურ ქსელებშიც დიდი გამოხმაურება გამოიწვია. თაყვანისმცემლები აღნიშნავენ, რომ ეკრანზე და მის მიღმაც ლოპესსა და გოლდსტაინს შორის შესანიშნავი ქიმია შეინიშნება, რაც ფილმის მიმართ ინტერესს კიდევ უფრო ზრდის. თუმცა ბევრი მაინც მიიჩნევს, რომ ისინი ერთმანეთს არ შეეფერებიან და ჯენიფერს გაცილებით უკეთესი მამაკაცი უნდა ჰყავდეს გვერდით.

ვიდეო: „ნამდვილად ხვდებით ერთმანეთს?“ – ჟურნალისტის პირდაპირი შეკითხვა და ჯეი ლოსა და ბრედ გოლდსტაინის პასუხი

რაც შეეხება ჯეი ლოს „ლუქს“. მას „რიჩარდ ქუინის“ შექმნილი გამორჩეული, შავ და ვარდისფერ ფერებში გადაწყვეტილი კაბა ამშვენებდა.

მოდის ექსპერტების შეფასებით, ეს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გამოჩენაა, რომელიც ჯენიფერ ლოპესს ბოლო წლებში ჰქონია. სოციალური ქსელების მომხმარებლები აქტიურად განიხილავენ მის სტილს და ბევრს მიაჩნია, რომ ეს შესაძლოა ვარსკვლავის ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი საუკეთესო წითელი ხალიჩის „ლუქიც“ კი იყოს.

ჯენიფერ ლოპესისა და ბრეტ გოლდსტინის ქიმია წითელ ხალიჩაზე

„ბრეტიფერი“ – ჯეი ლოს ახალი სიყვარული ეწვია – ვინ არის მისი რჩეული, რომელსაც ბენ აფლეკის „ბრიტანულ ვერსიას“ უწოდებენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები