LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა არის ფსიქოლოგიური ტრავმა და როგორ მოქმედებს ის ადამიანზე – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

378
ანნა-გარსევანიშვილი

რა არის ფსიქოლოგიური ტრავმა და როგორ მოქმედებს ის ადამიანზე – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა ანნა გარსევანიშვილმა ისაუბრა.

რა არის ფსიქოლოგიური ტრავმა?

ფსიქოლოგიური ტრავმა – ეს არის მწვავე ემოციური და ფსიქიკური რეაქცია ისეთ მოვლენებზე, სადაც იკარგება უსაფრთხოების, დაცულობის განცდა.

  • ფიზიკური ძალადობა
  • სექსუალური ძალადობა
  • ომი
  • ახლობლის დაკარგვა
  • მძიმე სამედიცინო დიაგნოზი
  • ბულინგი
  • მუდმივი შიში და შფოთვა
  • ეს ყველაფერი შეიძლება გახდეს ფსიქოლოგიური ტრავმის მიზეზი.

როგორ აისახება ტრავმული გამოცდილება ადამიანზე?

ტრავმული გამოცდილება ადამიანის ცხოვრების ხარისხზე ცალსახად ახდენს გავლენას, სოციუმში თავის დამკვიდრება, ინტერპერსონალური ურთიერთობების სირთულეები, პარტნიორულ ურთიერთობებში დაძაბულობა, გაუგებრობა და შედეგად მუდმივი სტრესი, რასაც შესაძლებელია მოჰყვეს დეპრესიული ეპიზოდები, ძილის დარღვევა, განმეორებითი სიზმრები, გენერალიზებული შფოთვით აშლილობა, პანიკური შეტევები, იზოლაცია, ჯანმრთელობის გაუარესება, იმუნიტეტის დაქვეითება.

კომპლექსურად ეს სიმპტომები მიუთითებს პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობაზე, სადაც მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური დახმარება, ფსიქოთერაპიული ინტერვენცია, რადგან ხშირად მარტო დაძლევა შეუძლებელია. 

რა არის ამ დროს საჭირო?

უსაფრთხო, მხარდამჭერი, ემპათიური გარემო, ეს ის სივრცეა, სადაც ადამიანი ახერხებს გაზიარებას და საუბარს, მსჯელობას, ტრავმულ გამოცდილებაზე, შედეგად შფოთვის ინტენსივობა კლებულობს და შესაძლებელი ხდება ტრავმულ გამოცდილებასთან გამკლავება. ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს რომ სიჩუმე და არ გაზიარება არ მოიტანს შვებას. გამოჯანმრთელება იწყება აღიარებით და გაზიარებით.

magti 5g