მაიკლ ჯექსონის ბიოგრაფიულმა ფილმმა კინოგაქირავებაში ისტორიული რეკორდი მოხსნა.
ცნობილი გახდა, რომ Michael-მა მსოფლიო მასშტაბით 977 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა და გადაასწრო კრისტოფერ ნოლანის ,,ოსკაროსან” სურათს, „ოპენჰაიმერს“ ($975.8 მლნ), რითაც ოფიციალურად გახდა ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი ბიოპიკი.
აღსანიშნავია, რომ ფილმი უახლოვდება 1 მილიარდი დოლარის ზღვარს და მოსალოდნელია, რომ გახდება პირველი ბიოგრაფიული ფილმი კინოს ისტორიაში, რომელიც ამ ნიშნულს გადააბიჯებს.
ამასთან, მანამდე „მაიკლმა“ უკან ჩამოიტოვა ჯგუფ Queen-ისა და ფრედი მერკურის შესახებ გადაღებული ფილმი – „ბოჰემური რაფსოდია“ ($911 მლნ), რომელიც ყველაზე შემოსავლიან მუსიკალურ ბიოგრაფიად ითვლებოდა.
შეგახსენებთ, რომ რეჟისორ, ანტუან ფუკუას მიერ გადაღებულ ფილმში პოპ-მუსიკის მეფის როლს მისივე რეალური ძმისშვილი, ჯაფარ ჯექსონი ასრულებს. ფილმი ასახავს მაიკლის გზას ბავშვობიდან – ჯგუფიდან, Jackson 5 მსოფლიო აღიარებამდე.