ჯიმშერ ვიბლიანის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ნატა ვიბლიანის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს ეხმაურება და საქმეში მეტ დეტალსა და სიზუსტეს ითხოვს.
გადაცემა „VERSUS-ში“ სტუმრობისას ადვოკატმა აღნიშნა, რომ მის მიერ მოპოვებული ინფორმაციითა და მოწმეთა ჩვენებებით, მშობიარობა სრულწლოვანების ასაკში მოხდა და არა 14 წლისას.
„ჩემთვის მნიშვნელოვანია, რამდენი წლის იყო ნატა ვიბლიანი, როდესაც იყო ფეხმძიმედ და იმშობიარა, რომელ წელზე მელაპარაკება? თუ გაუპატიურებას ნებისმიერ წელზე გვედავება, ესეც გაგვაგებინოს, რამდენი წლის იყო იგი, როდესაც ჯიმშერ ვიბლიანი მასზე ძალადობდა, არ შეიძლება ადამიანის ასე დადანაშაულება… ეს არის იგივე სიკვდილი, კლავ ადამიანს, მის რეპუტაციას, ღირსებას და სახელს რომ შეურაცხყოფ, მას აღარ უღირს ასეთი სიცოცხლე… ეს ადამიანი ამხელა ბრალდებას აჟღერებს და მეტი დეტალით და სიზუსტით უნდა მესაუბრონ…
„მივმართავ როგორც ქალს, როგორც დედას“ – ნატა ვიბლიანის მიმართვა მარიამ კუბლაშვილს
„მივმართავ როგორც ქალს, როგორც დედას“ – ნატა ვიბლიანის მიმართვა მარიამ კუბლაშვილს
მე ვთვლი კი არა, მე გამოვიკვლიე და დავადგინე მშობიარობა იყო სრულწლოვანობის დროს და არა 14 წლისას… თავად წარმოადგინონ მტკიცებულებები. მე მაქვს ინფორმაცია და მოწმეები მყავს, იმ დროს, როდესაც საუბრობენ, რომ ყველამ ყველაფერი იცოდა, არავინ არაფერი იცოდა…“, – ამბობს ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი.
მარიამ კუბლაშვილის აღნიშნულ განცხადებას ამავე გადაცემაში გამოეხმაურა მარიამ ბარსონიძე, ნატა ვიბლიანის ადვოკატი. მისი თქმით, „აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს ის, რომ როდესაც ნატა ვიბლიანმა ბავშვი გააჩინა, ის იყო სრულწლოვანი“.
ცნობისთვის, დაახლოებით ერთი თვის წინ, სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ვიდეომიმართვები, რომლებშიც მოქალაქე ნატა ვიბლიანი მასზე სისტემატურად განხორციელებულ ძალადობაზე ჰყვება – ნატა ვიბლიანის განცხადებით, 90-იან წლებში, რამდენიმე წლის განმავლობაში, მას სისტემატურად აუპატიურებდა თანასოფლელი, სრულწლოვანი კაცი. ამ კაცის გარდა, ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ბრალს კიდევ სამ თანასოფლელს სდებს.
ამავე თემაზე:
