მარიამ გაფრინდაშვილის დისშვილი, სანდრო იშხნელი სტუდენტი გახდა.
ამის შესახებ მარიამი სოციალურ ქსელში წერს და სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს.
ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ მისი დის ოცნება ახდა.
„ირმას ოცნება ახდა…
მისი მზე ბიჭი, სანდრო, სტუდენტი გახდა – უმაღლესი ქულებით!
ირმა გაფრინდაშვილი მჯერა, რომ შენც ხედავ შენი ბიჭის ამ დიდ წარმატებას იქიდან, სადაც ახლა ხარ. და ზუსტად ვიცი, დღეს როგორი ბედნიერი და ამაყი იქნებოდი.
გილოცავ, ჩემო სანდრო! სანდრო იშხნელი შენ ეს ნამდვილად დაიმსახურე. ეს მხოლოდ დიდი გზის დასაწყისია- შენი შრომა, მონდომება და მიზანდასახულობა აუცილებლად კიდევ უამრავ წარმატებას მოგიტანს.
ირმას ოცნება აგრძელებს ცხოვრებას შენს წარმატებებში…“ – წერს მარიამ გაფრინდაშვილი.
ცნობისთვის, ტელეჟურნალისტ მარიამ გაფრინდაშვილის და, ირმა გაფრინდაშვილი მცირე ხნის წინ ავტოკატასტროფას ემსხვერპლა.
