LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბოლო წამებზე ნამდვილად ისმის განწირული ხმა… გურამის დედა კატეგორიულად ადასტურებს, რომ ეს არის მისი შვილის ხმა…“ – 12 წლის წინანდელი ვიდეო და ახალი გარემოება დაკარგული ბიჭის საქმეში: რას წერს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე

1944
ტარიელ კაკაბაძე

უკვე რამ­დე­ნი­მე კვი­რაა სა­ზო­გა­დო­ე­ბა ყუ­რა­დღე­ბით ადევ­ნებს თვალს ამ­ბავს, რო­მე­ლიც 12 წლის წინ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბულ ბიჭს ეხე­ბა. 17 წლის გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძე 2014 წელს გა­უ­ჩი­ნარ­და და მას შემ­დეგ მო­ზარ­დის კვალს ვერ მი­აგ­ნეს

12 წლის წინ ლომისობის დღესასწაულზე გაუჩინარებული 17 წლის გურამ დადიანიძის საქმესთან დაკავშირებით ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ვიდეოს აქვეყნებს.

„ბოლო წამებზე ნამდვილად ისმის განწირული ხმა: „კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები“.

გურამის დედა კატეგორიულად ადასტურებს, რომ ეს არის მისი შვილის ხმა.

ეს ვიდეო 12 წლის წინ დაიდო იუთუბზე“, – წერს ტარიელ კაკაბაძე ვიდეოს აღწერაში.

აღნიშნულ ვიდეოსთან დაკავშირებით „შენი ამბავი თაიასთან“ წერს:

„ვიდეო, რომელიც აქტიურად ვრცელდება სოციალურ ქსელებში. ექსპერტიზაზეა გაგზავნილი და პასუხს ველოდებით“.

„12 წლის მანძილზე 12 წუთი არ გასულა, რომ გურიკაზე არ მეფიქრა. გზაზე რომ მივდიოდი ახალგაზრდა ბიჭებს ხელზე ვაკვირდებოდი, ეკლესიაში თუ შევიდოდი ბერებს ვაცქერდებოდი“ – დაკარგული გურამ დადიანიძის დედა

ვიდეო: „ამ ქვეყნიდან ისე ნუ წამიყვანთ, ერთადერთი შვილის ძვლები მაინც მაპოვნინეთ… მე რომ ჩემი შვილი მეწყერიდან გამოვიტანო, მერე რა უნდა მითხრან?“ – „შენი ამბავი თაიასთან“ გვთავაზობს ინტერვიუს დედასთან, რომელიც შვილს 12 წელია ეძებს

„რამდენიმე დღეა დავიწყე ამ საქმეზე მუშაობა და ყოველდღე ახალ-ახალ „სიურპრიზს“ ვაწყდები… მამიდა ამბობს უარს ადვოკატთან თანამშრომლობაზე“ – ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე 12 წლის წინ მლეთაში დაკარგული 17 წლის ბიჭის საქმეზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები