LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა თანხას მიიღებს ჯორჯინა როდრიგესი რონალდოსთან დაშორების შემთხვევაში – მედიაში წყვილის საქორწინო ხელშეკრულება ვრცელდება

443
page

11 აგვისტოს, კრიშტიანო რონალდომ და ჯორჯინა როდრიგესმა, თითქმის ათწლიანი ურთიერთობის შემდეგ იქორწინეს. გამოცემა Vogue-მ კრიშტიანო რონალდოსა და ჯორჯინა როდრიგესის ქორწილიდან ექსკლუზიური ფოტოები გამოაქვეყნა. გამოცემის ცნობით, ნეფე-პატარძალს ქორწილში ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას მიერ შექმნილი „გუჩის“ კოსტიუმები ეცვათ.

ნეფე-დედოფალი დემნას სამოსში და ცერემონია მხოლოდ შვილების გარემოცვაში – Vogue-მ კრიშტიანო რონალდოსა და ჯორჯინა როდრიგესის ქორწილიდან ექსკლუზიური ფოტოები გამოაქვეყნა

კრიშტიანომ და ჯორჯინამ ქორწილამდე ერთი დღით ადრე საქორწინო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომელიც მათი ქონების განაწილების წესებს განსაზღვრავს. დოკუმენტის ასლი მოგვიანებით პორტუგალიურმა გამოცემა Jornal de Notícias-მა გაავრცელა.

ხელშეკრულების მთავარი პირობა ქონების განცალკევებაა. თუკი წყვილი დაშორდება, ქორწინების პერიოდში დაგროვილი ქონება 50/50-ზე არ გაიყოფა.

თითოეული მათგანი შეინარჩუნებს იმ ქონებას, რომელიც მის სახელზეა გაფორმებული. საერთო საკუთრებად კი მხოლოდ ის აქტივები ჩაითვლება, რომლებიც ორივეს სახელზეა რეგისტრირებული.

ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ჯორ­ჯი­ნას ფი­ნან­სურ მო­მა­ვალ­საც ით­ვა­ლის­წი­ნებს. მათი და­შო­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ჯორ­ჯი­ნა, სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე, ყო­ველ­თვი­უ­რად და­ახ­ლო­ე­ბით 99 000 ევ­როს მი­ი­ღებს. ასე­ვე ირ­კვე­ვა, რომ მად­რი­დის პრეს­ტი­ჟულ რა­ი­ონ­ში მდე­ბა­რე, 5 მი­ლი­ო­ნი ევ­როს ღი­რე­ბუ­ლე­ბის სახ­ლი უკვე ჯორ­ჯი­ნას როდრიგესის სა­ხელ­ზეა გა­ფორ­მე­ბუ­ლი.

აღსანიშნავია, რომ ლეგენდარული ფეხბურთელის ქო­ნე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 1 მი­ლი­არდ ევ­რო­დაა შე­ფა­სე­ბუ­ლი.

ქორწილია, ქორწილი! – კრიშტიანო რონალდომ და ჯორჯინა როდრიგესმა ათწლიანი ურთიერთობის შემდეგ იქორწინეს

ცნობისთვის, რონალდოსა და ჯორჯინას ორი საერთო ქალიშვილი ჰყავთ, რვა წლის ალანა და ოთხი წლის ბელა. გარდა ამისა, ისინი ფეხბურთელის სამ შვილს ერთად ზრდიან, კრიშტიანო რონალდო უმცროსსა და ცხრა წლის ტყუპებს, ევასა და მატეოს. ტყუპები სუროგატი დედის დახმარებით დაიბადნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები