LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლოს და ბოლოს ბედნიერი – სანდრა ბულოკი ნიკოლ კიდმანთან ერთად წითელ ხალიჩას იპყრობს

207
page

ლონდონში ფილმის „პრაქტიკული მაგია“ „სიქველის“ პრემიერა გაიმართა. წითელ ხალიჩაზე ნიკოლ კიდმანი, სანდრა ბულოკი, მეისი უილიამსი, ჯოი კინგი და სხვა ვარსკვლავები გამოჩნდნენ.

„პრაქტიკული მაგია“ ბრუნდება – ჯადოქარი დების შეხვედრა 27 წლის შემდეგ

ნიკოლ კიდმანმა წითელ ხალიჩაზე „შანელის“, სპეციალურად მისთვის შექმნილი კორსეტული კაბა მოირგო, სანდრა ბულოკს კი „ჟივანშის“ ლეოპარდის პრინტიანი კაბა ამშვენებდა.

გოგოები საოცრად ბედნიერად გამოიყურებოდნენ და ფოტოგრაფების წინაშე ერთად პოზირებდნენ.

ცნობისთვის, ფილმის მსოფლიო პრემიერა 2026 წლის 11 სექტემბერს არის დაგეგმილი. ახალი ისტორია პირველი ფილმის მოვლენებიდან 25 წლის შემდეგ ვითარდება და მაყურებელს ჯადოქრების ახალ თაობას გააცნობს, რომლებიც ბნელ ძალებთან დაპირისპირებას იწყებენ.

რომანტიკული ფენტეზი ეკრანებზე 1998 წელს გამოვიდა. რეჟისორ გრიფინ დანის ნამუშევარი ელის ჰოფმანის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციაა. 

„ჩემი მამაკაცი ჩემ­გან ბევ­რად უფრო ადრე წა­ვი­და, ვიდ­რე მისი სხე­უ­ლი დაგვტო­ვებ­და“ – სანდრა ბულოკმა დუმილი დაარღვია

„საკუთარი კარიერის დათმობაზეც კი თანახმა იყო, ოღონდ ტომ კრუზთან ყოფნა შეძლებოდა“ – 59 წლის ნიკოლ კიდმანის ინტერვიუ ხმამაღალი აღიარებებით – ვარსკვლავი Vogue-ის გარეკანზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები