ანჯელინა ჯოლის თაყვანისმცემლებისთვის ცნობილი ფაქტია, რომ 43 წლის მსახიობი უკვე დიდი ხანია კლეოპატრას როლზე ოცნებობს. მაშინ, როცა ბრედ პიტის ექს-მეუღლეს კონტრაქტი უკვე თითქმის ხელში ჰქონდა გაირკვა, რომ ექვსი შვილის დედას კონკურენტი გამოუჩნდა. საქმე ისაა, რომ ეგვიპტის უკანასკნელ დედოფლად ლედი გაგას კანდიდატურაც განიხილება.
მედიაში წერენ, რომ საკულტო პერსონაჟის განსახიერება თავად ეპატაჟურ არტისტსაც სურს. ინსაიდერის ინფორმაციით, 32 წლის არტისტი კარიერის ისეთ შთამბეჭდავ ნიშნულს მიუახლოვდა, რომ ის ამ ამპლუასაც მარტივად გაუმკლავდება.
ლეგენდარული ვარსკვლავების ფანებს ახლა მხოლოდ ისღა დარჩენიათ, დაელოდონ კინოსურათის პროდიუსერთა გადაწყვეტილებას.
შეგახსენებთ, რომ ჯოლიმ ერთხელ უკვე მოირგო დედოფლის როლი ოლივერ სტოუნის გახმაურებულ ფილმში ,,ალექსანდრე”, სადაც ოლიმპიადა განასახიერა.