28 დეკემბერს ჯონ ლეჯენდმა 40 წლის იუბილე აღნიშნა, თუმცა სადღესასწაულო საღამოს ამსახველი ფოტოები ქსელში ახლახან გამოქვეყნდა. გაირკვა, რომ ამერიკელ შემსრულებელს მეუღლემ, კრისი ტეიგენმა ხმაურიანი კოსტიუმირებული წვეულება მოუწყო, რომლის ინსპირაციად ფილმი ,,კაზინო როიალი” იქცა.
საინტერესოა, რომ ფოტოებზე, რომლებიც ქსელში გავრცელდა, ვარსკვლავურ წყვილთან ერთად, კიმ კარდაშიანისა და კანიე უესტის ხილვაა შესაძლებელი.