LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული თაფლი ჩინეთის ბაზარზე გასასვლელად ემზადება

135
59f06a1e26fa3

აქტიურად ვმუშაობთ, რომ ქართული თაფლი ჩინეთის ბაზარზე გავიდეს, – ამის შესახებ  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი აცხადებს, თუმცა ზუსტ დროს ვერ აკონკრეტებს, როდიდან მოხვდება ქართული თაფლი ჩინეთის ბაზარზე.

როგორც წილოსანი განმარტავს, ამჟამად ჩინურ მხარესთან ტექნიკური საკითხების შეთანხმების პროცესი მიმდინარეობს.

„ჩინეთთან გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და სამინისტრო აქტიურად მუშაობს, რომ ქართული თაფლი ჩინეთის ბაზარზე გავიდეს. ეს პროცესი პირველ რიგში დაკავშირებულია, ვეტერინარული და წარმოშობის სერთიფიკატების შეთანხმების პროცედურებთან. ქართულმა მხარემ ჩინეთის კომპეტენტურ უწყებებს უკვე გადაუგზავნა ყველა საჭირო ინფორმაცია და ველოდებით ჩინური მხარის რეაგირებას“, – განაცხადა წილოსანმა და დასძინა, რომ საქართველოსთვის თაფლის სარეალიზაციოდ სამიზნე ბაზრად არ განისაზღვრება მხოლოდ ევროკავშირის ბაზარი. ამ კუთხით, ჩინეთის გარდა, სპარსეთის ყურის ქვეყნებიც საკმაოდ მიმზიდველია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g