LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შშმ პირთათვის ადაპტირებული სანაპირო ზოლი – ტურისტული სიახლე ბათუმში

193
etlebi

წელს, ტურისტული სეზონისთვის ბათუმის ბულვარის სანაპირო ზოლი შშმ პირთათვის ადაპტირებული იქნება.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ადაპტირებული ინფრასტრუქტურის პროექტის ფარგლებში, პლაჟზე გადასასვლელი ხის ბილიკების, საშხაპეებისა და გამოსაცვლელის, ასევე, ადაპტირებული საპირფარეშოების მოწყობა იგეგმება.

„სსიპ ბათუმის ბულვარმა“ იზრუნა ასევე ეტლით მოსარგებლე პირებისთვის ზღვაში შესასვლელი ტივტივა ეტლების შესყიდვაზე შესაბამისი ტენდერი გამოცხადებულია. წინადადებების მიღება 2019 წლის 29 აპრილს დაიწყება და პირველ მაისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო თანხა 41 525 ლარს შეადგენს.

ტივტივა ეტლით სარგებლობა მომხმარებლებისთვის უფასო იქნება და შშმ პირებს ზღვაში დამოუკიდებლად შესვლის საშუალებას მისცემს.

აღნიშნული პროექტი საქართველოში პირველად ხორციელდება და ინკლუზიური ტურიზმის განვითარებასა და ხელშეწყობას ემსახურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g