2019 წლის პირველ კვარტალში (იანვარი-მარტი) საქართველოში სულ 416 ათას 863 ჯარიმა გამოიწერა. ვიდეოჯარიმების თანხის ოდენობამ კი 16 მლნ 803 ათას ლარზე მეტი შეადგინა (16 803 460). სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული თანხა პირველადია და არ არის გამოკლებული ის თანხა, რომელიც დაჯარიმებულებმა 20%-იანი შეღავათით გადაიხადეს.
დაჯარიმებულებმა 181 ათას 474 შემთხვევაში 20%-იანი შეღავათით ისარგებლეს.
სტატისტიკური მონაცემები შსს-ს საინფორმაციო ცენტრის მიერ 15 აპრილს დამუშავდა და დღეს გამოქვეყნდა.
ამ პერიოდში 7 წლამდე ასაკის 1 ბავშვი და 17-25 წლამდე 14 მოზარდი დაიღუპა.
ავარიებში 116 ადამიანი დაიღუპა - 2019 წლის სტატისტიკა
დღესვე, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობაც გამოქვეყნდა – 2019 წლის პირველ კვარტალში ავარიების შედეგად 116 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 1779 დაშავდა. სულ ამ პერიოდში 8369 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა და მათგან უმეტესობა თბილისში (5072).