ჰოლივუდში ფილმის „სკანდალი“ ჩვენება გაიმართა, რომელსაც მთავარი როლების შემსრულებლები, შარლიზ ტერონი, მარგო რობი და ნიკოლ კიდმანი დაესწრნენ.
როგორც ჩანს, გადასაღებ მოედანზე ტრიო ერთმანეთთან შეხმატკბილებულად თანამშრომლობდა. ვარსკვლავები კინოჩვენებაზეც მეგობრულად პოზირებდა ფოტოკამერების წინ.
შეგახსენებთ, ფილმი რეალურ ფაქტებზეა აგებული და მოგვითხრობს რამდენიმე წლის წინ, Fox News-ზე მომხდარ სკანდალს, როდესაც ამერიკული არხის გენერამული დირექტორი როჯერ ეილსი ჟურნალისტებზე სექსუალურად ძალადობდა. საბოლოოდ ის ამხილეს და მას თანამდებობის დატოვება მოუწია.
„მე ვერც კი წარმომედგინა რა გადაიტანა მეგი კელიმ“, – აცხადებს შარლიზ ტერონი, რომელიც ჟურნალისტ მეგი კელის როლს ასრულებს.
შარლიზ ტერონი ფილმში რადიკალურად არის შეცვლილი, მისი ცნობა უბრალოდ შეუძლებელია.
შეგახსენებთ, ფილმის მსოფლიოპრემიერა 20 დეკემბერს შედგება.