უკანასკნელ პერიოდში, კანადელი ჰიპ-ჰოპ არტისტის, დრეიკის შესახებ მხოლოდ იმას ვიგებთ, რომ ის ხან ბეჭედს ჩუქნის საკუთარ თავს, ხანაც ნახევარ მილიონად შეფასებულ საათს ყიდულობს.
„უნიკალური საათი“- ნახეთ, როგორ საათში გადაიხადა დრეიკმა 620,000 დოლარი
საათის მექანიზმი „რულეტის“ დაფაზეა განთავსებული, მას დედამიწის ფიგურა და ბრილიანტი ამშვენებს
ახლა კი დრეიკი მუსიკალურ კარიერაში მიმდინარე სიახლეებსაც გვიზიარებს. მან დაანონსების გარეშე, ორი ახალი კომპოზიცია, When To Say When და Chicago Freestyle გაავრცელა, შემდეგ კი ჩანაწერებზე გადაღებული საერთო ვიდეოც გაგვიზიარა.
აღსანიშნავია, რომ ნამუშევარში When To Say When მუსიკოსმა კოლეგისა და მეგობრის, ჯეი ზის ტრეკის, Song Cry მოტივები გამოიყენა.