LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოგზაურობა დუბაიში და ჯიპ კომპასი: ისი-პარი გათამაშებისთვის ემზადება

212

პარფიუმერული კომპანია ”ისი-პარი” წინასაახალწლო აქციას კვლავ აგრძელებს და მომხმარებელი 15 იანვრის ჩათვლით ნებისმიერ პროდუქციას ფასდაკლებით შეიძენს. როგორც ”ფორტუნას” ”ისი-პარის” მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხატია შამუგიამ განუცხადა, აქციის ფარგლებში მყიდველი 25-დან 50%-ამდე ფასდაკლებით ისარგებლებს.

”ფასდაკლების გარდა, ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს უამრავ სიურპრიზსაც ვთავაზობთ. ყოველ 50 ლარის შენაძენზე გაიცემა გათამაშების ბილეთი, 250 ლარის შენაძენზე კი კლიენტი მიიღებს 50 ლარიან სასაჩუქრე ვაუჩერს, რომლის გამოყენებასაც 1 თებერვლიდან 30 აპრილის ჩათვლით შეძლებს”, – აღნიშნა შამუგიამ.

რაც შეეხება ”ისი-პარის” ტრადიციულ გათამაშებს, როგორც კომპანიის მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განმარტა, ის 2017 წლის 25 იანვარს ”რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში, 18:30 საათზე გაიმართება. გათამაშების ბილეთის მქონე მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა, მოიგოს სრულიად განახლებული პრიზები: 5000 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი, 1000 ლარიანი ხელფასი ერთი წლის განმავლობაში, მოგზაურობა დუბაიში საუკეთესო სასტუმროში და ასევე ავტომობილი ”ჯიპ კომპასი”.

ცნობისთვის, ”ისი-პარის” პირველი მაღაზია თბილისში 1995 წლის 29 მარტს, რუსთაველის გამზირზე გაიხსნა. ამ ეტაპზე ბრენდი საქართველოში 23 მაღაზიითაა წარმოდგენილი – აქედან 18 მაღაზია თბილისში მდებარეობს, დანარჩენი 5 კი – ფოთში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g