LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იზორიას ხურჩაში საოკუპაციო ხაზის გადმოწევასთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია არ აქვს

33

საქართველოს თავდაცვის მინისტრს ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის შესაძლო გადმოწევასთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია არ აქვს. თუმცა, ლევან იზორიას თქმით, ეს ანექსიის მორიგი ნაბიჯია.

”ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად აქტიურად ვთანამშრომლობთ იმისთვის, რომ განხორციელდეს ზეწოლა რუსეთზე და ამ ზეწოლას მშვიდობან ფორმატში მომავალშიც გავაგრძელებთ. ამაზე კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა ზოგადად, ვადასტურებ ფაქტს, რომ ადგილი აქვს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას. ერთი მეტრიც კი არის ჩვენი დიდი აღშფოთების საგანი”, – განაცხადა იზორიამ.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო საზღვარი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოწიეს, სიმინდის ყანებს ხის ბოძები შემოავლეს და შედეგადაც დამატებით 2 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი საოკუპაციო რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები