რამდენიმე დღის წინ, 39 წლის კიმ კარდაშიანისა და 43 წლის კანიე უესტის უფროსი ქალიშვილის, ნორდის დაბადების დღე იყო. გოგონას 7 წელი შეუსრულდა. ოჯახმა დღესასწაული ვაიომინგის რანჩოზე აღნიშნა. მოგვიანებით კიმმა ფოტოები „ინსტაგრამის“ საშუალებით გაავრცელა.
კარტინგი, ცხენები და სუფთა ჰაერი – ფოტოებზე აღბეჭდილია, თუ როგორ აღნიშნავს ოჯახი ნორდის იუბილეს.
შეგახსენებთ, აღნიშნული რანჩო უესტმა გასულ წელს, 14 მილიონ დოლარად შეიძინა, მიწის ფართობი 2,717 ჰექტარს შეადგენს.






