ხელოვნებათმცოდნე თეო ხატიაშვილი აქვეყნებს ამონარიდს 1880-იანი წლების გაზეთ „ივერიიდან“ სადაც საუბარია იმაზე, თუ როგორ კაფავენ ხეებს და როგორ აშენებენ სასახლეებს. როგორც ჩანს, თანამედროვე თბილისის პრობლემები არც მე-19 საუკუნის თბილისის მაცხოვრებლებისთვის იყო უცხო.
„უწინ თბილისი აყვავებული და ამწვანებული იყო ხშირის ხეხილითა და ბაღებითა, ამის გამო ქალაქში ზამთარი არ იყო ისეთი სუსხიანი, როგორც ეხლა, და ზაფხულიც უფრო გრილი იყო, დროთა განმავლობაში ეს ბაღები გადიკაფნენ მათ ადგილს აღმართნენ უზარმაზარი სასახლენი, შენობანი შეჯგუფთნენ, ჰაერის თავისუფალი ტრიალი მოიშალა, დაიხშო ჰაერი და ახლა ზაფხულობით ადამიანს სული ვეღარ მოუტრიალებია…“, აღნიშნულია იმდროინდელ სტატიაში.