რამდენიმე დღის წინ, მსოფლიომ „ჰელოუინის“ დღესასწაული იზეიმა. საზოგადოება მოუთმენლად ელოდა, თუ რით გააოცებდა ამჯერად კარდაშიანი-უესტის ოჯახი. მართლაც, ვარსკვლავების ფანტაზიას საზღვარი არ აქვს.
აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა, 43 წლის კანიე უესტმა და რეალითი შოუს ვარსკვლავმა, 40 წლის კიმ კარდაშიანმა ობობების კოსტიუმი მოირგეს. მათი ოთხივე შვილი ასევე ობობების ფერად კოსტიუმებში იყვნენ გამოწყობილნი. დღის ბოლოს კიმმა „ინსტაგრამის“ საშუალებით ვიდეოც გავრცელა, ოჯახმა დღესასწაულისთვის სახლის ეზო საოცარი დეკორაციებით მორთო.
„ვცდილობ საკუთარი შიშის დაძლევას“ – დაასათაურა ფოტოების სერია.
View this post on Instagram
??? Halloween 2020 ??? Go to my reels to see the full walkthrough of our home for Halloween
A post shared by Kim Kardashian West (@kimkardashian) on



