მრავალი მუსიკალური ჯილდოს მფლობელმა მუსიკოსმა, ედ შირანმა შემოქმედებითი პაუზა ვარსკვლავმა 2019 წელს აიღო. 29 წლის მუსიკოსი და მისი მეუღლე, 27 წლის ჩერი სიბორნი მშობლები სექტემბერში გახდნენ. 18 თვიანი პაუზის შემდეგ არტისტი მუსიკალურ შემოქმედებას გასულ თვეს დაუბრუნდა. ვარსკვლავმა ახალი კომპოზიცია The Afterglow და კლიპი გაავრცელა.
გამოცემა The Sun-ის ინფორმაციით, მუსიკალურ ინდუსტრიაში ახლადდაბრუნებული 29 წლის არტისტი თავის პირველ ტრეკს Gingerbread mix გამოუშვებს. ეს იქნება სრულიად განსხვავებული ჟანრი. შირანი დიჯეის ამპლუის მორგებას ეცდება. როგორც ჩანს, 2021 წელს ყველასათვის საყვარელი არტისტი სრულიად განსხვავებული რეპერტუარით წარდგება მსმენელის წინაშე.