“ბავშვმა მოიკლა თავი, მისი დანაშაული გამოისყიდა მან და ვსო, დამთავრდა”, – დაღუპული 14 წლის მოზარდის ბაბუის ამ განცხადებას, რომელიც “ტვ პირველის” გადაცემის ანონსიდან დღეს გაჟღერდა, არაერთგვაროვანი შეფასებები მოყვა.
ინგა გრიგოლია: “შოკს მიიღებთ, როცა მოისმენთ, ცუდად გავხდი, მართლა გეუბნებით”~
ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, რომ მოზარდის ბაბუა თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის არის გასასამართლებელი.
“ბაბუა დასაჭერია. თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით.
ყველა გამომძიებელი, რომელიც ამ საქმეზე მუშაობდა დასაჭერია
და ჩვენც დასაჭერები ვართ, გულგრილობის მუხლით”.- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.