LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთიდან თბილისისკენ პირდაპირი ფრენები მარტის ბოლოდან აღდგება

293
1200px-China-Southern-Airlines-A380-Kustov-1

China Southern Airlines საქართველოს ბაზარზე ბრუნდება. როგორც „ავიანიუსი“ იუწყება, ჩინური ავიაკომპანია რეგულარულ ავიარეისებს პეკინი-ურუმჩი-თბილისი-ურუმჩი-პეკინის საჰაერო ხაზზე 28 მარტიდან განაახლებს. აღნიშნულ მიმართულებაზე ავიაკომპანია კვირაში 3 სიხშირით (ორშაბათი, ოთხშაბათი, შაბათი) იფრენს.

პანდემიამდე China Southern Airlines საქართველოს მიმართულებით ფრენებს კვირაში 3 სიხშირით ახორციელებდა.

შეგახსენებთ, საქართველოსა და ჩინეთს შორის რეგულარული ფრენები გასული წლის იანვრის ბოლოს შეჩერდა, რაც COVID-19-ის გავრცელების პრევენციიდან გამომდინარეობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g