გასულ წელს, ბრედ პიტი იტალიური ბრენდის, „ბრიონის“ ამბასადორი გახდა. მან 20/21 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია წარადგინა.
ბრედ პიტმა „ბრიონის“ შემოდგომა-ზამთრის კოლექცია წარადგინა – ფოტოები ინტერნეტს იპყრობს
ახლა კი ბრედი და „ბრიონი“ თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. ოსკაროსანმა მსახიობმა კაფსულა კოლექცია შექმნა. 57 წლის მსახიობი დიზაინერის ამპლუაში პირველად ვიხილეთ.
კოლექციის სახელია BP Signature და მასში პიჯაკები, ქურთუკები, მაისურები და ჟაკეტები ერთიანდება. კოლექცია ბრედის სტილშია შექმნილი. ერთ-ერთი „ლუქის“ პროტოტიპი პიტს 2020 წლის „ოსკარისა და ოქროს გლობუსის“ დაჯილდოებაზე ეცვა.
„ბრედთან მუშაობა საცრად სასიამოვნოა, ჩვენ გვსურდა შეგვექმნა მარადიული, კომფორტული და ელეგანტური სამოსი და ეს იდეალურად შევძელით”. – აცხადებს დიზაინერი.