ნიუ-იორკში დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი დროებით შეწყდა, სკოლები დახურულია. ეს გადაწყვეტილება ქალაქის მერმა, ბილ დე ბლაზიომ, მიიღო.
აშშ-ის მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ნიუ-იორკსა და მის შემოგარენში უახლოეს დღეებში დიდთოვლობა და უჩვეოლოდ დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი. სინოპტიკოსების ცნობით, პირველი თოვლის შტორმი სწორედ ნიუ-იორკს ემუქრება.
უამინდობის გამო ქალაქის კომუნალური სამსახურები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. ქალაქის ქუჩებს 1500 ერთეული თოვლის საწმენდი ტექნიკა წმენდს.
ნიუ-იორკის ხელისუფლება მოსახლეობას შენობაში დარჩენას ურჩევს. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოესი დღეების განმავლობაში ტემპერატურა კიდევ -20 გრადუსამდე დაიწევს.