ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის რომანი საბოლოოდ დადასტურდა. სულ ცოტა ხნის წინ ინტერნეტსივრცეში წყვილის არაერთი ერთობლივი ფოტო გავრცელდა.
„ვნებიანი ღამის შემდეგ“ – ჯეი ლო და ბენ აფლეკი კვლავ ერთად გადაიღეს – პაპარაცული ფოტოები
ბოლო პერიოდის განმავლობაში არაერთი ინფორმაცია გავრცელდა, იმის შესახებ, რომ ალექს როდრიგესი საშინლად განიცდიდა ყოფილი საცოლის დაკარგვასა და მის ახალ რომანს. ყოფილმა სპორტსმენმა ჯეი ლოს მსგავსად დეკორატიული კოსმეტიკის ხაზიც კი გამოუშვა.
ახლახანს კი ინსაიდერმა გამოცემა six page-ს განუცხადა, რომ ალექსი სულაც არ არის მიტოვებული და მორალურად განადგურებული ადამიანის მდგომარეობაში. ის დროს ქალიშვილებთან ერთად ატარებს და საქმეშია ჩართული.
„ის კარგადაა, არაფერი ადარდებს და ტყუილია ის, რომ ალექსი ღრმა დეპრესიაშია“, – აცხადებს ინსაიდერი.