აბასთუმანში უბედური შემთხვევა მოხდა – 60 წლამდე კაცი ხევში 30 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა და გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, კაცი ხევთან ბორდიურს მიეყრდნო, თავი ვერ შეიმაგრა და ხევში ჩავარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.