პარტია „პროგრესის და თავისუფლების“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის წერილს ეხმიანება და აცხადებს, რომ „გავრცელებული საგანგებო განცხადება არის შეშინებული, წაგებული ადამიანის სასოწარკვეთილი წერილი“, რომელიც ადასტურებს, რომ „ივანიშვილი არსად წასულა“. მისივე თქმით, „ივანიშვილისთვის, ყველა ვინც მას ემიჯნება ქვეყნის მტერია“.
ოქრიაშვილის განმარტებით, „ივანიშვილი აკონტროლებს სასამართლოს, პროკურატურას, სუს-ს და მათი მეშვეობით, ცდილობს მალულად შეინარჩუნოს ძალაუფლება“.
თებერვალში გახარიას ქმედება იყო საკუთარი გუნდისა და სახელმწიფოს ღალატი: ივანიშვილი
გახარია ბიძინა ივანიშვილის განცხადებას პასუხობს
„ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი საგანგებო განცხადება არის შეშინებული, წაგებული ადამიანის სასოწარკვეთილი წერილი. მისი თქმით, გიორგი გახარიამ უღალატა საკუთარ გუნდს და ასევე უღალატა ქვეყანას. გამოდის, რომ ვინც „ქართული ოცნების“ არასწორ და ქვეყნისთვის დამაზარალებელ პოლიტიკას ემიჯნება, ის ქვეყნის მტერია – ანუ, ბატონი ივანიშვილის წარმოდგენაში, ქვეყანა და ბიძინა ივანიშვილი ერთი და იგივეა ცნებაა.
2012 წლიდან დღემდე, იმ ყველა წინასაარჩევნო ტყუილს, როგორიც იყო იაფი ფული, დენი, გაზი, საამური ცხოვრება და ა.შ. ბატონმა ივანიშვილმა კიდევ ერთი სიცრუე დაუმატა – მან თქვა, რომ 2011 წლიდან არ უკადრებია სატელიტი ფსევდოპარტიების შექმნა. ეს სატელიტი ფსევდოპარტიებია: „მოქალაქე“, „გირჩი“, „პატრიოტთა ალიანსის“ განაყარი – „ევროპელი სოციალისტები“ და ასევე, საზოგადოებაში ჩნდება კითხვები ე.წ. შარლ მიშელის სახელობის ახლად შექმნილ ფრაქციასთან დაკავშირებითაც.
სატელიტი ფსევდოპარტიების შექმნა, ჩემი ხელწერა არასოდეს ყოფილა – ივანიშვილი
ეს განცხადება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რონ ბატონი ივანიშვილი არსად წასულა. იგი აკონტროლებს სასამართლოს, პროკურატურას, სუს-ს და მათი მეშვეობით, ცდილობს მალულად შეინარჩუნოს ძალაუფლება“, – აცხადებს ოქრიაშვილი.
ივანიშვილმა საჭიროდ ჩათვალა, რომ ყველაფერს ნათელი მოფინოს, კითხვები მგონი არავის აღარ დარჩა: სუბარი