LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფარული მიყურადება „ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დამახასიათებელი ნიშანი იყო: დავით მათიკაშვილი

72
მათიკაშვილი-0

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი დავით მათიკაშვილი, პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, „ტვ პირველის“ ეთერში 6 მარტს გასული ბერა ივანიშვილის ფარული აუდიოჩანაწერები „ექსპერტიზის მიხედვით, მოდელირებულია და აბსოლუტურად ყველა მათგანს მონტაჟის კვალი აღენიშნება“, მისი განცხადებით, „ფარული მიყურადება „ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დამახასიათებელი ნიშანი იყო“.

მისივე განმარტებით, „კიდევ ერთხელ დარწმუნდა ჩვენი საზოგადოება, თუ რა დესტრუქციულ პოლიტიკურ ძალასთან გვაქვს საქმე“.

„თავისივე გადაღებული ფარული ჩანაწერების ფალსიფიცირება მოახდინეს და შემდგომ წინასაარჩევნოდ იმ სახით შესთავაზეს საზოგადოებას, რომ კითხვის ნიშნები გაეჩინათ. თუმცა, „ტყუილს მოკლე ფეხები აქვს”. სწორედ დღეს დადგინდა ეს ყველაფერი – „ნაციონალური მოძრაობის” ცინიკური დამოკიდებულება საკუთარი მოქალაქეების და ოპონენტების მიმართ, რაც 2011-2012 წლებში ვლინდებოდა მიყურადების და დევნის კუთხით, ის, რომ არასრულწლოვანი პირის მიმართაც ისეთივე წარმატებით ხორციელდებოდა ფარული მიყურადება, დამახასიათებელი ნიშანი იყო „ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის და შემდგომ გაგრძელება ამ ტრადიციის, ახდენს თავისივე გაკეთებული ჩანაწერების ფალსიფიკაციას, იყენებს ამისთვის ტელევიზიებს, რომ საზოგადოებას შესთავაზოს ის ტყუილი, რომელიც მას სურს სიმართლედ გაასაღოს და მოიპოვოს ვიწროპარტიული ქულები, რომელიც, რა თქმა უნდა, არ გამოუვიდა. კიდევ ერთხელ დარწმუნდა ჩვენი საზოგადოება, თუ რა დესტრუქციულ პოლიტიკურ ძალასთან გვაქვს საქმე“,- განაცხადა მათიკაშვილმა.

ძალიან აწუხებდათ ეს თემა, რომელიც აჩვენებდა, რომ ბერა და ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრები იყენებდნენ გავლენებს ადამიანების დასასჯელად, ამიტომ გამოვიდნენ და შეთხზეს სისულელეები: ხატია დეკანოიძე

არ არის სწორი სახელმწიფო პროკურატურის დასკვნაში ასე ხელაღებით შეიტანონ ეჭვი: სერგეენკო

10 წლის წინ გაკეთებული ეს უკანონო ჩანაწერები 2021 წელს დამონტაჟებულია და მიწოდებული მაყურებლისთვის: ქადაგიშვილი ბერა ივანიშვილისა და ღარიბაშვილის ჩანაწერზე

“21 ადგილზე გამოყენებულია უცნობ პირთა ხმები, რომლებიც არ ეკუთვნით ირაკლი ღარიბაშვილს ან ბერა ივანიშვილს” – პროკურატურა „ტვ პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტზე განცხადებას ავრცელებს

„gadafarva.ge“ ირაკლი ღარიბაშვილზე ახალი გამოძიება ხვალ საღამოს რვაზე: ნოდარ მელაძე

magti 5g