LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბენიფერს“ ახალი მეზობელი ჰყავს – გამოიცანით ვინ?

286
page

ჯენიფერ ლოპესი საკმაოდ დიდ ქონებას ფლობს. მას მაიამიში უზარმაზარი ვილა აქვს. ასევე აქვს სახლი ნიუ-იორკში, ლონგ-აილენდზე. ცულ ცოტა ხანში კი ტაბლოიდების ცნობით, ვარსკვლავი ლოს-ანჯელესში, თავის ახალი გულისწორის, ბენ აფლეკის სახლის მახლობლად სახლს შეიძენს.

ჯენიფერ ლოპესი საცხოვრებლად ლოს-ანჯელესიდან მაიამიში, ბენ აფლეკთან გადადის

როგორც ჩანს ჯეი ლოს ყოფილი საქმრო, ალექს როდრიგესი მასთან სიახლოვეს ვერ ელევა. სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ყოფილი სპორტსმენი, ლონგ-აილენდზე, ჯეი ლოს სახლიდან 3 წუთის გზაზე სახლის ქირაობას აპირებს. პრესტიჟულ უბანში მდებარე საცხოვრებელი კომპლექსის ფასი 5 მილიონი დოლარია.

თუ რატომ გადაწყვიტა ალექსმა აღნიშნული ნაბიჯის გადადგმა უცნობია, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ ჯეი ლოსა და ბენ აფლეკს წარსული აჩრდილისგან განთავისუფლება ჯერჯერობით არ უწერიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები