როგორც იცით, ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის რომანი ოფიციალურად დადასტურდა. ისინი ერთად უქმეებს ატარებენ ხოლმე, თუმცა არსებობს ერთი დიდი პრობლემა, – ჯეი ლო ლოს-ანჯელესში ცხოვრობს, მისი რჩეული კი მაიამიში.
როგორც ჩანს, შეყვარებული ჯენიფერი ყველაფრისთვის მზადაა, რათა ბენთან ახლოს იყოს. ინსაიდერების განცხადებით, ლოპესი და მისი შვილები საცხოვრებლად მაიამიში გადასვლას გეგმავენ. ახლახანს ის ტყუპების სკოლაშიც დააფიქსირეს. სავარაუდოდ მან სასწავლებლიდან საბუთები გამოიტანა.
51 წლის ვარსკვლავი როგორც ყოველთვის შეუდარებლად გამოიყურებოდა. მას კრემისფერი, გრძელი კაბა ეცვა, რომელსაც სახელოებზე სადა მაქმანები ამშვენებდა.
„ბედნიერების ცეკვა“ – 51 წლის ჯეი ლომ 17 წლის შემდეგ ნამდვილი სიყვარული დაიბრუნა – უახლესი ფოტოები