გორში სპეცოპერაცია ჩატარდა. გატარებული ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველებმა ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 5 პირი დააკავეს.
ხუთივე მათგანის დაკავება საკუთარ საოცხოვრებელ სახლში მოხდა.
გორის პოლიციის სამმართველოსთან დაკავებულების ოჯახის წევრები შეიკრიბნენ.