LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თქვენო უწმიდესობავ, შეწყვიტეთ ზიზღის თესვა ღვთის სახელით – ლგბტ აქტივისტებმა ილია მეორეს მიმართეს

104

მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეს ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებული აქცია დასრულდა. აქციაზე ერთი პირი დააკავეს, რომელმაც სიტყვით გამომსვლელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ის პოლიციამ დააკავა. აქციის დაშავებულ გამომსვლელს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

აქციის წევრებმა ხელისუფლებას სამარცხვინო უწოდეს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მიმართეს.

თქვენო უწმიდესობავ როცა თქვენ მიერ შექმნილი ჭაობი ხალხისთვის კიდევ უფრო თვალხილული გახდება და აგრესიით ატანილი ხალხი თქვენი მღვდელმთავრების დამხობას მოითხოვს, თქვენ არ გეყოლებათ მხარდამჭერი აქ მდგომი ხალხის გარდა, რადგან ეს ხალხი ერთგულებს პრინციპებს, ღირებულებებსა და თავისუფლებას. თქვენო უწმიდესობავ თუ თქვენ გსურთ ისტორიას დაამახსოვრდეთ მამამთავრად, რომელიც გვიან, მაგრამ მაინც დადგა ისტორიის ნათელ მხარეს, გაიხმეთ ქალაქისა და ქვეყნის ქუჩებიდან თქვენ მიერ შექმნილი მონსტრები! თქვენო უწმიდესობავ შეწყვიტეთ ზიზღის თესვა ღვთის სახელით! თქვენო უწმიდესობავ დაანგრიეთ ეს კედელი – მიმართეს აქციის მონაწილეებმა ილია მეორეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g