LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეი ლო თხოვდება – „ბენიფერი“ კვლავ მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრშია

5278
page

ჯენიფერ ლოპესი თხოვდება და ამჯერად ეს სამუდამოდ გაგრძელდება. 52 წლის ჯეი ლო და 49 წლის ბენ აფლეკი ერთმანეთს ცხოვრებას სამუდამოდ დაუკავშირებენ. ამის შესახებ ექსკლუზიური ინფორმაცია წყვილის ყოფილმა აგენტმა, რობ შუტერმა გაავრცელა. აგენტი მათთან 2003 წლიდან თანამშრომლობდა და სწორედ ის იყო, ვინც „ბენიფერის“ განშორება ამცნო მსოფლიოს.

როგორ დაიწყო ყველაფერი – „ბენიფერის“ „სიყვარულის ქრონოლოგია“

მისი განცხადებით, ახლა წყვილის შეუღლებისთვის იდეალური დროა და ეს მალე მოხდება, რადგან ისინი ერთმანეთისთვის არიან შექმნილნი. მან ასევე განაცხადა, რომ 17 წლის წინ განშორების ინიციატორი ბენი იყო.

„მალე ისინი სამუდამოდ დაუკავშირებენ ერთმანეთს ცხოვრებას და ეს გარდაუვალია. რაც 17 წლის წინ მოხდა, მხოლოდ და მხოლოდ ბენის შინაგანი დემონების ბრალია, დიახ, მაშინ სწორედ ის წავიდა ჯეი ლოსგან, თუმცა ახლა ყველაფერი კარგად იქნება“, – აცხადებს შუტერი.

 „ჯეი ლოს ეფექტი“ – ნახეთ როგორი იყო ბენ აფლეკი ჭეშმარიტ სიყვარულამდე და შემდეგ

მანამ 2000-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი წყვილის საოცნებო ქორწილს ვიხილავთ, გადახედეთ „ბენიფერის“ „მეორედ მოსვლის“ ისტორიას.

აი საიდან დაიწყო ყველაფერი – „ბენიფერის“ „მეორედ მოსვლის“ შესახებ ახალი დეტალები იკვეთება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები